Thumbnail

ახალი ალგორითმი Tinder-ში თქვენ ნაცვლად იფლირტავებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • Tinder სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომლითაც სასურველი ადამიანის გაცნობა და მასთან შეტყობინებების გაცვლაა შესაძლებელი.  
  • 2019 წლის მონაცემებით, აპლიკაციას 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი და 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

პროგრამისტებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც გაცნობის აპლიკაციაში Tinder თქვენ ნაცვლად შეარჩევს და ესაუბრება სასურველ ადამიანს. 

ყველაფერი მონაცემთა მეცნიერის, ჯეფრი ლის მიერ საკუთარი Tinder-ისთვის ალგორითმის შემუშავებით დაიწყო. პროგრამა ავტომატურად ათვალიერებდა ანგარიშებს და ჯეფრისთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტებს ირჩევდა. შესაძლო პარტნიორებს ის იმ ფოტოსურათების მიხედვით ადგენდა, რომლებიც ჯეფრიმ Google-ში შეარჩია. 

ამის შემდეგ, მეცნიერმა პროგრამას მისალმების ავტომატურად გაგზავნის ფუნქცია დაუმატა. დღის განმავლობაში ალგორითმი ასამდე ადამიანის ანგარიშს ათვალიერებდა, მათგან კვირაში დაახლოებით ხუთს ირჩევდა და შეტყობინებას უგზავნიდა.

ორი წლის შემდეგ, ბელგიელმა პროგრამისტმა, როჯერ ვინთერსმა ლის გამოგონება გააუმჯობესა. მან ჩატბოტს მარტივი დიალოგის წარმოება ასწავლა. ალგორითმი თანამოსაუბრის შეტყობინების მიხედვით პასუხის ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს ირჩევდა და აგზავნიდა. 

"ყოფილა შემთხვევები, როცა ჩატბოტი ერთდროულად 200 ადამიანს ესაუბრებოდა. ალბათ, Tinder-მა ამის შესახებ შეიტყო და ამიტომაც პლატფორმიდან გამაძევა", - განაცხადა ვინთერსმა გამოცემა Mashable-თან საუბარში. 

Tinder-იდან გაძევების მიუხედავად, როჯერ ვინთერსის ისტორიას რომანტიკული დასასრული აქვს. მან აპლიკაციის მეშვეობით თავისი ახლანდელი შეყვარებული გაიცნო. ამაში ბელგიელ პროგრამისტს სწორედ მის მიერ შექმნილი ჩატბოტი დაეხმარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები