Thumbnail

დღის ფოტო: NASA-ს ასტრონავტის მიერ ღია კოსმოსში გადაღებული სელფი

NASA-ს ასტრონავტი ჯესიკა მეირი ტვიტერზე ღია კოსმოსში გადაღებულ სელფებს აქვეყნებს. ერთ-ერთ სურათში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მზის პანელებში არეკლილი დედამიწაც მოჩანს. ფოტო სპეციალურ დამცავ ჩასადებში მოთავსებული, 28-მილიმეტრიანი ლინზით აღჭურვილი Nikon D5-ით არის გადაღებული. 

ჯესიკა სადგურზე მყოფი ასტრონავტების გუნდს 2019 წლის სექტემბერში შეუერთდა და ღია კოსმოსში გასვლა უკვე ორჯერ მოასწრო. პროფესიით ფიზიოლოგი და საზღვაო ბიოლოგი დედამიწაზე 2020 წლის გაზაფხულზე დაბრუნდება.

NASA-ს ასტრონავტის, ჯესიკა მეირის სელფი ღია კოსმოსში

ფოტო: Jessica Meir

NASA-ს ასტრონავტის, ჯესიკა მეირის სელფი ღია კოსმოსში

ფოტო: Jessica Meir

კომენტარები

ბოლო ამბები