Thumbnail

ჭკვიანი სათვალე გამოსახულებას პირდაპირ თვალის ბადურაზე ასახავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • დამატებითი, იგივე აუგმენტური რეალობა არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ციფრული მონაცემების რეალურ დროსა და სივრცეში ინტეგრირება ხდება.

კომპანია Bosch-მა დამატებითი რეალობის ჭკვიანი სათვალე წარმოადგინა, რომელიც გამოსახულებას ლინზების ნაცვლად პირდაპირ თვალის ბადურაზე აპროეციერებს. 

ინოვაციური მოწყობილობა ამას მიკროელექტრომექანიკური სარკის მეშვეობით ახერხებს, რომელიც სამი ფერის (წითელ, მწვანე და ცისფერ) ლაზერს ლინზაში ჩამონტაჟებული გამჭირვალე ჰოლოგრაფიული ელემენტისკენ მიმართავს. მისგან არეკლილი სინათლე კი თვალის ბადურაზე აისახება.

Bosch-ის ჭკვიანი სათვალის სადემონსტრაციო  მოდელი. ფოტო: IEEE Spectrum

სხვა ჭკვიანი სათვალეებისგან Bosch-ის მოწყობილობა იმით განსხვავდება, რომ გამოსახულება აქ ყოველთვის ფოკუსშია და არასდროს იდღაბნება. მისი გამოყენებისთვის საჭიროა, რომ სათვალის ჩარჩო ადამიანის სახის ფორმას იდეალურად ერგებოდეს, რათა ლაზერის სხივმა ზუსტად თვალის გუგაში გაიაროს.

Bosch-ის ჭკვიანი სათვალე ადვილად უკავშირდება სმარტფონს. მისი საშუალებით სატელეფონო ზარების, შეტყობინებების, კალენდრის, სანავიგაციო და სხვა აპლიკაციების  მართვაა შესაძლებელი. მსურველები სათვალის შეძენას 2021 წლიდან შეძლებენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები