Thumbnail

დღის ფოტო: ცისარტყელისებრი ევკალიპტი

ცისარტყელისებრი ევკალიპტი (Eucalyptus deglupta) ფილიპინებში, ინდონეზიასა და პაპუა-ახალ გვინეაში იზრდება და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ ტყეებში ამ გვარის ერთადერთი წარმომადგენელია. ის სწრაფად მზარდი ხეა და სიმაღლეში 60-75 მეტრს აღწევს. 

ეს სახეობა სხვა ევკალიპტებისგან ნაირფერი ქერქით გამოირჩევა, რომელიც თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ ლურჯ, იასამნისფერ, ნარინჯისფერ და შინდისფერ ელფერს იღებს. უკვე ზრდასრული ხის ღეროზე კი ცისარტყელის ყველა ფერს ვხედავთ. 

ცისარტყელისებრი ევკალიპტი

ფოტო: Getty Images

ცისარტყელისებრი ევკალიპტი

ფოტო: Getty Images

ცისარტყელისებრი ევკალიპტი

ფოტო: Getty Images

ცისარტყელისებრი ევკალიპტი

ფოტო: Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები