Thumbnail

დღის ფოტო: თვითმფრინავის მგზავრი კორონავირუსისგან თავს ტენტით იცავს

ამერიკელ ბიზნესმენს, რიკ პესკოვიცს კორონავირუსისგან თავდასაცავად თვითმფრინავში გამჭვირვალე ტენტი აცვია. პესკოვიცი კომპანია StadiumPod-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ასეთ ტენტებს სპორტულ ღონისძიებებზე წვიმისგან თავის შესაფარებლად ყიდის. 
 
მოგზაურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასიკვდილო ვირუსისგან თავის დასაცავად სხვადასხვა უჩვეულო ხერხს მიმართავენ, იქნება ეს თავზე წყლის ცარიელი ბალონების ჩამოცმა, თუ მთელი სხეულის ბრეზენტით შეფუთვა. თუმცა, ექიმები უფრო ეფექტური მეთოდის სახით ხელების ხშირად დაბანას გვირჩევენ. 

ამერიკელ ბიზნესმენს კორონავირუსისგან თავდასაცავად თვითმფრინავში ტენტი აცვია

ფოტო: BoingBoing

კომენტარები

ბოლო ამბები