Thumbnail

ნახეთ: მზის შესასწავლად კოსმოსური ზონდი Solar Orbiter გაუშვეს

  • მზის შემსწავლელი ზონდის წონა 209 კილოგრამია და მას 500 ºC ტემპერატურის გაძლება შეუძლია.
  • დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად Solar Orbiter-ს დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. 
  • 300 მილიონ ევროდ შეფასებული თანამგზავრი მზესთან ყველაზე ახლოს მოძრავი ობიექტი იქნება.

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA), ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) ერთად, მზის შემსწავლელი თანამგზავრი Solar Orbiter გაუშვა. 

9 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:03 საათზე, კოსმოსური ზონდით დატვირთული რაკეტა Atlas V კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოდრომიდან აფრინდა. ამ მოვლენის პირდაპირ ტრანსლაციას თვალს 200 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა. 

ზონდის ორბიტაზე გასვლიდან მცირე ხანში, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მასთან პირველი კონტაქტი დაამყარა. თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების ანალიზი მეცნიერებს მზის უკეთ შესწავლაში დაეხმარება

Solar Orbiter მზისგან ცვალებადი დისტანციით იქნება დაშორებული. ცალკეულ შემთხვევებში, ზონდი მნათობს დაახლოებით 43 მილიონი კილომეტრით, პლანეტა მერკურიზე ახლო მანძილზე მიუახლოვდება, ზოგჯერ კი დედამიწის ორბიტასაც გადაკვეთს. ასეთი ტრაექტორია თანამგზავრს მზის პოლუსების უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ჩვენს ვარსკვლავთან ასე ახლოს ადამიანის მიერ შექმნილი კოსმოსური აპარატები ჯერჯერობით არ მისულან. 

კომენტარები

ბოლო ამბები