Thumbnail

დღის ფოტო: ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე რესტორანი

ბოლივიაში, ზღვის დონიდან 5421 მეტრზე, მთა ჩაკალტაიას ფერდობებზე, ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი სათხილამურო კურორტი იყო გაშენებული. იქვეა რესტორანი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ჩვენს პლანეტაზე ყველაზე მაღლა მდებარე საკვები დაწესებულება.  

ჩაკალტაია გამოირჩეოდა 18 ათასი წლის წინ წარმოქმნილი, 30 კილომეტრზე გადაჭიმული მყინვარით, რომელმაც 1980 წელს ლღვობა დაიწყო და 2009 წელს მთლიანად გაქრა. რის გამოც სამთო-სათხილამურო კურორტმა არსებობა შეწყვიტა. თუმცა, რესტორანი დღემდე ფუნქციონირებს და ტურისტებს, რომლებიც ჩაკალტაიას მთას სტუმრობენ, ცხელი საჭმელით უმასპინძლდება. 

მთა ჩაკალტაია ბოლივიაში. ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე რესტორანი

ფოტო: Getty Images

მთა ჩაკალტაია ბოლივიაში. ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე რესტორანი

ფოტო: Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები