Thumbnail

დღის ფოტო: სცენა "მეფე ლომიდან" რეალურ ცხოვრებაში დააფიქსირეს

ამერიკელი ოპერატორი კურტ შულცი სამხრეთ აფრიკაში მდებარე კრიუგერის ეროვნულ პარკში საოცარ სანახაობას შეესწრო. მამრი ბაბუინი ლომის ბოკვერს ზუსტად ისე დაატარებდა, როგორც ანიმაციურ ფილმში "მეფე ლომი" მაიმუნი რაფიკი - სიმბას. 

შულცის თქმით, ის საფარის ოპერატორად უკვე 20 წელია მუშაობს, მაგრამ აქამდე მსგავსი რამ არასდროს უნახავს. პრიმატი ლომს ისე ექცეოდა, როგორც მშობელი ბაბუინი საკუთარ ნაშიერს და, ერთი შეხედვით, აგრესიას არ ამჟღავნებდა. თუმცა, შესაძლოა, სურათი არც ისე უწყინარი იყოს, ვინაიდან ცნობილია შემთხვევები, როდესაც ბოკვრები მაიმუნების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გამხდარან.

სცენა "მეფე ლომიდან" რეალურ ცხოვრებაში დააფიქსირეს

ფოტო: Kurt Schultz

სცენა "მეფე ლომიდან" რეალურ ცხოვრებაში დააფიქსირეს

ფოტო: Kurt Schultz

სცენა "მეფე ლომიდან" რეალურ ცხოვრებაში დააფიქსირეს

ფოტო: Kurt Schultz

 

კომენტარები

ბოლო ამბები