Thumbnail

დღის ფოტო: ძაღლი კორონავირუსისგან დამცავი ნიღბით

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად შინაურ ცხოველებს დამცავ ნიღბებს უკეთებენ. მედიის ცნობით, იმ მაღაზიების გაყიდვები, რომლებიც ძაღლებისთვის განკუთვნილი პირბადეებით ვაჭრობენ, ბოლო დღეებში ათჯერაა გაზრდილი. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კატებსა და ძაღლებში ეს დაავადება ამ დრომდე არ გამოვლენილა. 

ადრე ჩინეთში ასეთ ნიღბებს დაბინძურებული ჰაერისა და მტვრისგან ოთხფეხა მეგობრების დასაცავად ყიდულობდნენ. თუმცა, ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შემდეგ ბევრმა პატრონმა ჩათვალა, რომ მათი საშუალებით ცხოველებში საშიში ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლაცაა შესაძლებელი. 

ჩინეთში კორონავირუსისგან დასაცავად ძაღლებს ნიღბებს უკეთებენ

ფოტო: Zhou Tianxiao

ასეთი ნიღბები დაბინძურებული ჰაერისგან ძაღლის დასაცავადაა განკუთვნილი

ფოტო: Zhou Tianxiao

კომენტარები

ბოლო ამბები