Thumbnail

ნახეთ: ადამ სევეჯმა რობოტი ძაღლი ორთვლიან ეტლში შეაბა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გადაცემა MythBusters-ის ყოფილმა წამყვანმა, ადამ სევეჯმა კომპანია Boston Dynamics-ის მიერ წარმოებული რობოტი ძაღლი ორთვლიან ეტლში შეაბა. 

სევეჯი ინჟინრების დახმარებით ეტლის დიზაინს ხუთი დღე ქმნიდა. მან წონის გადასანაწილებლად ორი დიდი ბორბალი გამოიყენა და რობოტის კომპიუტერულ სისტემაშიც ჩაერია. იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მიჰყავს რობოტ ძაღლს ორთვალა, რომელშიც კმაყოფილი ტელეწამყვანი ზის.

კომპანიამ Boston Dynamics რობოტი ძაღლი SpotMini გაყიდვაში 2019 წლის სექტემბერში ჩაუშვა. ადამ სევეჯმა ამ შესაძლებლობით მაშინვე ისარგებლა და რობოტი შეიძინა. ტელეწამყვანი მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდიდა და სხვადასხვაგვარ ექსპერიმენტს ატარებდა, სანამ ამ დანიშნულებას მოუძებნიდა. 

აღსანიშნავია, რომ რობოტი ძაღლით მხოლოდ სევეჯი არ დაინტერესებულა. ნავთობის მომპოვებელი კომპანია Aker BP მას ნორვეგიაში მდებარე ჭაბურღილზე გამოცდის. აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის პოლიცია კი გამნაღმველთა დასახმარებლად გამოიყენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები