Thumbnail

დღის ფოტო: "მკრთალი ლურჯი წერტილის" განახლებული ვერსია

1990 წლის 14 თებერვალს კოსმოსურმა აპარატმა Voyager 1, ენერგიისა და მეხსიერების დაზოგვის მიზნით, კამერები სამუდამოდ გათიშა. ნახევარი საათით ადრე კი, დაახლოებით 6 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან, დედამიწას უკანასკნელი ფოტო გადაუღო. სურათი, რომელზეც ჩვენი პლანეტა სულ რაღაც 0,12 პიქსელს იკავებს, "მკრთალი ლურჯი წერტილის" სახელითაა ცნობილი. 

ამ კადრის იდეა ასტრობიოლოგ კარლ სეიგანს ეკუთვნის. მისი გადაღებიდან 30 წლის შემდეგ კი, NASA-ს ინჟინერმა კევინ ემ გილმა თავდაპირველ მონაცემებში ფერები დააბალანსა და კიდევ უფრო მეტი დეტალი გამოკვეთა.

"მკრთალი ლურჯი წერტილი", 2020 წლის განახლებული ვერსია

ფოტო: NASA

"მკრთალი ლურჯი წერტილი", 1990 წლის ორიგინალი ვერსია

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები