Thumbnail

ნახეთ: როგორ შეხვდა ასტრონავტ კრისტინა კოხის ძაღლი 1 წლის უნახავ პატრონს

დედამიწაზე ახლახან დაბრუნებულმა NASA-ს ასტრონავტმა, კრისტინა კოხმა საკუთარ ძაღლთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა. შინაურ ცხოველს, რომელსაც სახელად სედი ლუ ჰქვია, პატრონი თითქმის მთელი წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. 

"არც კი ვიცი, რომელი ვიყავით უფრო აღტაცებული. მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ვახსოვარ", - დაწერა ასტრონავტმა ტვიტერზე.

კრისტინა კოხმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია 2020 წლის 6 თებერვალს დაასრულა. მან უწონადობაში 328 დღე დაჰყო, რაც ქალ ასტრონავტებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. 

► ასტრონავტი კრისტინა კოხი 328 დღის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა

ამ პერიოდში კოხმა 200-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, რომლებიც NASA-ს მარსზე გრძელვადიანი ექსპედიციის დაგეგმვაში დაეხმარება. მისიის დროს ის ექვსჯერ იყო ღია კოსმოსში. მათ შორის ერთხელ თავის კოლეგა ჯესიკა მეირთან ერთად, რაც ქალი ასტრონავტების ღია კოსმოსში ერთად გასვლის პირველი შემთხვევაა. საერთო ჯამში კი, ექსპედიციის დროს სადგურის გარეთ 42 საათზე მეტი გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები