Thumbnail

მეცნიერებმა შექმნეს სამაჯური, რომელსაც ყველა მიკროფონის ჩახშობა შეუძლია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებმა შექმნეს სამაჯური, რომელსაც მიკროფონების ჩახშობა შეუძლია. მათი განცხადებით, მოწყობილობა მფლობელებს საუბრების კონფიდენციალურობის დაცვაში დაეხმარება. 

ახალი ტექნოლოგია "სიჩუმის სამაჯურის" სახელითაა ცნობილი. ის 24 დინამიკითაა აღჭურვილი, რომლებიც ულტრაბგერით სიგნალებს გამოსცემენ. სტატიკური ხმაური კი სხვა მოწყობილობებს ხმის ჩაწერაში უშლის ხელს.

"თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანის საუბრის ჩაწერა ადვილადაა შესაძლებელი. დროთა განმავლობაში ხმის ჩამწერი მოწყობილობების რაოდენობა ჩვენ გარშემო კიდევ უფრო გაიზრდება. "სიჩუმის სამაჯური" მათგან საიმედო დაცვას გთავაზობთ. როდესაც ისეთი რამის თქმას დააპირებთ, რაც გსურთ, საიდუმლოდ დარჩეს, უბრალოდ გაააქტიურეთ ის. სამაჯური თქვენ სიახლოვეს არსებულ ყველა მიკროფონს ჩაახშობს", - განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოცენტმა, პედრო ლოპესმა გამოცემა The New York Times-სთან საუბარში. 

ჩიკაგოელი მეცნიერების მიერ შექმნილი "სიჩუმის სამაჯური" მის სიახლოვეს არსებულ ყველა მიკროფონს ახშობს.

ეს მსგავსი დანიშნულების მქონე მოწყობილობის შექმნის პირველი შემთხვევა არ არის. თუმცა, "სიჩუმის სამაჯურის" ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი ტექნოლოგია მარტივად სატარებელი უნდა იყოს, რათა ნებისმიერ გარემოში შეძლოს ჩვენი საუბრის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

ამ დროისთვის სამაჯური მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს, თუმცა, მისი დამზადება, მეცნიერთა თქმით, მხოლოდ 20 აშშ დოლარადაა შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები