Thumbnail

ნახეთ: Google Earth View-ს 1000-ზე მეტი სატელიტური ფოტო დაემატა

Google-ის ობიექტივით დანახული დედამიწის სურათებს 1000-ზე მეტი უნიკალური ფოტო შეემატა. პროგრამა Google Earth-ის ბაზაზე შექმნილ პლატფორმაზე Earth View სატელიტიდან გადაღებული ულამაზესი ლანდშაფტებისა და პეიზაჟების კოლექცია სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.

რამდენიმე დღის წინ განხორციელებული მასშტაბური განახლების შემდეგ, საჰაერო სივრციდან დანახული პლანეტის ყველაზე ეფექტური ლოკაციების ფოტოსურათებმა კოლექციაში 2500-ს მიაღწია. ამის გარდა, სპეციალისტებმა გამოსახულებების თანამედროვე, მაღალი გარჩევადობის ეკრანებისთვის ოპტიმიზაციაც მოახდინეს. 

სატელიტიდან დედამიწა რომ ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, ამაში ფოტოსურათების დათვალიერების შემდეგ თავადაც დარწმუნდებით. 

 იელოუსთოუნის ნაკრძალი, აშშ.  

ფოტო: CNES / Airbus, Maxar Technologies  

თავრიზი, ირანი.

ფოტო: CNES / Airbus, Maxar Technologies

შანგრაო, ჩინეთი.

ფოტო: CNES / Airbus, Maxar Technologies

კაასუიტსუპის კომუნა, გრენლანდია.

ფოტო: CNES / Airbus, Maxar Technologies

ამანი, იორდანია.

ფოტო: CNES / Airbus, Maxar Technologies

კომენტარები

ბოლო ამბები