Thumbnail

დღის ფოტო: მსოფლიოში ერთადერთი ვარდისფერი მანტა

ფოტოგრაფმა კრისტიან ლეინმა ავსტრალიაში, ლედი ელიოტის კუნძულის სანაპიროსთან იშვიათი მანტა შენიშნა. ის რომბისებრთა ოჯახში შემავალი ამ სახეობის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ვარდისფერი წარმომადგენელია. 2015 წელს აღმოჩენილ 3-მეტრიან გიგანტს "ვარდისფერი პანტერის" პერსონაჟის სახელი - ინსპექტორი კლუზო უწოდეს.

მეცნიერები დღემდე ცდილობენ დაადგინონ, რატომ არის თევზი ვარდისფერი. შესაძლოა, ეს გენეტიკური მუტაციით იყოს გამოწვეული. ფოტოს გადაღებისას ინსპექტორი კლუზო შვიდ შავ-თეთრ მამრთან ერთად დაცურავდა. ისინი, სავარაუდოდ, ახლოს მყოფი მდედრების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ. 

ვარდისფერი მანტა ლედი ელიოტის კუნძულის სანაპიროსთან შენიშნეს

ფოტო: Kristian Laine

კომენტარები

ბოლო ამბები