Thumbnail

დღის ფოტო: მოცეკვავე დათვის ბელები

ფინეთში მცხოვრები ფიზკულტურის მასწავლებელი ვალტერი მულკაჰაინენი ტყეში სეირნობისას დათვის სამ ბელს წააწყდა. მის მიერ ფოტოზე აღბეჭდილი ძუძუმწოვრები მზრუნველი დედის მეთვალყურეობის ქვეშ ერთობოდნენ და ცეკვის მსგავს მოძრაობებს აკეთებდნენ. 

ფინეთის ტყეებში დათვებს თითქმის ყველგან შეხვდებით. მათი უმრავლესობა ლაპლანდიასა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს, თუმცა, ეს გარეული ცხოველი არც სამხრეთსა და დასავლეთში წარმოადგენს იშვიათობას. ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის მონაცემებით, მათი რაოდენობა ქვეყანაში 2 ათასს აჭარბებს. 

ფინეთის ტყეში მოცეკვავე დათვის ბელები

ფოტო: Valtteri Mulkahainen

ფინეთის ტყეში მოცეკვავე დათვის ბელები

ფოტო: Valtteri Mulkahainen

ფინეთის ტყეში მოცეკვავე დათვის ბელები

ფოტო: Valtteri Mulkahainen

კომენტარები

ბოლო ამბები