Thumbnail

დღის ფოტო: მთვარე მარსის დაბნელებამდე რამდენიმე წამით ადრე

18 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკის ცაზე შთამბეჭდავი სანახაობის ხილვა იყო შესაძლებელი - დედამიწასა და მარსს შორის რამდენიმე წამის განმავლობაში მთვარე მოექცა. დამკვირვებელსა და კოსმოსურ ობიექტს შორის ციური სხეულის ტრანზიტულ მოძრაობას მეცნიერები ოკულტაციას უწოდებენ.

დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისა და წითელი პლანეტის იშვიათი განლაგება ფოტოზე ენდრიუ მაკკარტიმ აღბეჭდა. ცნობილმა ასტროფოტოგრაფმა სურათი ორი სხვადასხვა კამერით გადაღებული გამოსახულებების შეერთებით მიიღო. მასზე ჩანს ნახევარმთვარე, რომელიც ცოტა ხანში მარსს გადაეფარება. 

მთვარე, რომელიც რამდენიმე წამში მარსს გადაფარავს

ფოტო: Andrew McCarthy

კომენტარები

ბოლო ამბები