Thumbnail

"ევროპაბეთი" მომხმარებლებს ინოვაციურ ტექნოლოგიას "დროის კონტროლი" სთავაზობს

"დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?" - დაწყებიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ "ევროპაბეთის" ვებგვერდზე თამაშს სწორედ ეს კითხვა შეგაწყვეტინებთ.

"დროის კონტროლი" - ასე ეწოდება ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც წარმატებითაა დანერგილი შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში ის პირველმა "ევროპაბეთმა" შემოიტანა. აზარტული თამაშების მოყვარულებს გარკვეული დროის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობენ და მოუწოდებს, დაფიქრდნენ, სურთ თუ არა გაგრძელება.

"დროის კონტროლი" სწორედ დროისა და ფინანსების სწორად განკარგვას გულისხმობს. 2-საათიანი სესიის შემდეგ მოთამაშე ეკრანზე პოპ-აპ ბანერს ხედავს, რომელზეც "ევროპაბეთის" ვებგვერდზე გატარებული დრო და მოგება-წაგების ბალანსია მითითებული. ჭკვიანი ალგორითმი აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპსაც გვახსენებს - "ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის".

ეს პრინციპი პირველად კომპანიის სარეკლამო რგოლში გაჟღერდა, რომელშიც ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ "ევროპაბეთის" მომხმარებლებს აზარტული თამაშის ჭეშმარიტი დანიშნულება შეახსენა.

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში "ევროპაბეთის" პირველი მასშტაბური ნაბიჯი რეკლამის თვითრეგულირება გახდა. კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო.

კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესში, კომუნიკაციასა და საზოგადოების მიმართ. რეკლამაში დაზოგილი თანხა "ევროპაბეთს" საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც "ევროპაბეთის" მომხმარებლები ისარგებლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები