Thumbnail

სამედიცინო ნიღბებზე სახის გამოსახულებას დაბეჭდავენ

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად სამედიცინო ნიღბებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, თანამედროვე სამყაროში მათი გამოყენება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, პირბადით შეუძლებელია იმ პროგრამებით სარგებლობა, რომლებიც სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებენ. 

ამერიკული დიზაინერული კომპანია Resting Risk Face თავის მომხმარებლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას სთავაზობს. ვებგვერდზე faceidmasks.com ფოტოსურათის ატვირთვის შემდეგ, მათ საკუთარი სახის გამოსახულებიან სამედიცინო ნიღაბს დაუმზადებენ.

"ტრენდული დისტოპიური პროდუქტი" - სწორედ ამ სლოგანით სთავაზობს მომხმარებლებს სამედიცინო ნიღბებს ამერიკული კომპანია Resting Risk Face.

მასზე უსაფრთხო, ანტიალერგიული საღებავით სახის ზუსტად ის ნაწილი დაიბეჭდება, რომელსაც ნიღაბი ფარავს. შედეგად, სახის ამომცნობი პროგრამები პირბადიანი მომხმარებლის იდენტიფიცირებას შეძლებენ.

სამედიცინო ნიღბის ღირებულება 40 აშშ დოლარი იქნება. მისი გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა. კომპანიის ვებგვერდზე კი, კითხვაზე, ხუმრობაა თუ არა ყველაფერი ეს, შემდეგ პასუხს ვკითხულობთ: "დიახ.  არა. დარწმუნებული არ ვართ. ვირუსები ხუმრობა არ არის. შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები და აიცერით". 

კომენტარები

ბოლო ამბები