Thumbnail

დღის ფოტო: იუპიტერის ჰალო ატაკამის უდაბნოში

სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაცია აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც პლანეტა იუპიტერის ჰალოა გამოსახული. ეს უიშვიათესი მოვლენა ჩეხმა ფოტოგრაფმა პეტრ ჰორალეკმა ჩილეში, ატაკამის უდაბნოში გადაიღო.

ჰალო ატმოსფერული ოპტიკური მოვლენაა, რომლის დროსაც ციური სხეულის გარშემო მეორეული ნათება, 22-გრადუსიანი კაშკაშა რკალი წარმოიქმნება. ამ ფენომენს ჰაერში არსებულ მილიონობით ყინულის კრისტალში სინათლის გარდატეხა იწვევს. 

იუპიტერის ჰალო ატაკამის უდაბნოში

ფოტო: ESO / P. Horálek

კომენტარები

ბოლო ამბები