Thumbnail

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებას

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კორონავირუსთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ალბათ, ყველას აინტერესებს, როდის დასრულდება ეს ეპიდემია. ტექსასის უნივერსიტეტის მკვლევარი ლოურენ მეიერსი ირწმუნება, რომ ამის დადგენა კონკრეტული მაჩვენებლით შეიძლება. იმით, თუ საშუალოდ რამდენ ადამიანს გადაედება ვირუსი ერთი ინფიცირებული პაციენტისგან. 

► ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსით დაავადდა

ეპიდემიოლოგები ამ მაჩვენებელს "საბაზისო რეპროდუქციულ რიცხვს" უწოდებენ. როდესაც ის ერთზე ნაკლებია, მდგომარეობა გამოსწორებისკენ მიდის.  

"თუ თითოეული ინფიცირებული კორონავირუსს საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს გადადებს, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეპიდემია სრულდება", - განაცხადა მეიერსმა გამოცემა Business Insider-თან საუბარში. 

ჩინელი ექიმების მიერ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებულ 138 პაციენტზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამჟამად საბაზისო რეპროდუქციული რიცხვი 2,2-ია. გამოცემაში Journal of Travel Medicine გამოქვეყნებულ კვლევაში კი უფრო მაღალ მაჩვენებელი, დაახლოებით 3,3 დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ეპიდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

► ჩრდ. კორეაში კარანტინის დარღვევის გამო მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს

კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ქალაქ უხანის სპორტის სასახლეში განთავსებულ საავადმყოფოში. ფოტო: AP

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეული მაცხოვრებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის ჩააბაროს. კორონავირუსისგან გარდაცვლილებს კი ყოველგვარი სამგლოვიარო რიტუალის გარეშე კრემატორიუმებში წვავენ.

► ნახეთ: მეცნიერებმა კორონავირუსის ფოტოსურათები გაავრცელეს

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ეპიდემიის ყველაზე დიდი კერები სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშია. 26 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 81 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2700-ს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები