Thumbnail

სამხედრო წვრთნებისას პენტაგონმა რუსეთი ბირთვული იარაღით დაბომბა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა სამხედრო წვრთნების ფარგლებში რუსეთთან ბირთვული ომის იმიტაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა National Defense ავრცელებს. 

სცენარის მიხედვით, დარტყმა რუსეთზე ამ უკანასკნელის მიერ ევროპაში მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საპასუხოდ განხორციელდა. გამოცემის ცნობით, ამგვარად პენტაგონმა რუსეთის მხრიდან ნატოს წევრ ქვეყანაზე სავარაუდო თავდასხმისას აშშ-ის არმიისა და ხელისუფლების პირველი პირების რეაქცია შეამოწმა.
 

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალი ჩარლზ რიჩარდი თავდაცვის მინისტრ მარკ ესპერს სიმულირებული სამხედრო ოპერაციის დეტალებს აცნობს. 

კრიზისულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღებისა და ბრძანებების გაცემის მექანიზმის გასაცნობად, სწავლებაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა და ქვეყნის კონგრესის წევრებმა მიიღეს. ნებრასკაში მდებარე შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის შტაბ-ბინაში მათ რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის შესახებ ლექციაც მოისმინეს

გამოცემა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აშშ-ის ბირთვული შეიარაღების მოდერნიზაცია პენტაგონის უპირველესი ამოცანაა. 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, არსებული არსენალის შენახვისა და ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, რადარებისთვის უხილავი ბომბდამშენებისა თუ წყალქვეშა ნავების შესაძენად, თავდაცვის სამინისტრომ კონგრესს დამატებით 29 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა სთხოვა. ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ კი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული პროექტებისთვის 15,5 მილიარდი დოლარი მოითხოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები