Thumbnail

დღის ფოტო: მექსიკაში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა

მექსიკაში მდებარე ჩოლულას პირამიდა მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე დიდი ნაგებობაა. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, მისი სიმაღლე 54 მეტრი, მოცულობა კი 3.3 მილიონი კუბური მეტრია. ნაგებობას ტლაჩიჰუალტეპეტლის სახელითაც იცნობენ, რაც აცტეკების ენაზე "ხელთქმნილ მთას" ნიშნავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი მშენებლობა ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში დაიწყო.

დროთა განმავლობაში პირამიდა ხე-მცენარეებმა დაფარა. მე-16 საუკუნეში აცტეკების იმპერიის დასაპყრობად ჩასულ კონკისტადორებს მის ადგილზე მთა დახვდათ, რომელზეც კათოლიკური სალოცავი, ლოს რემედიოსის ტაძარი ააშენეს. უძველესი პირამიდა არქეოლოგებმა მხოლოდ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს. მის უკან მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი პოპოკატეპეტლი მდებარეობს, რომელიც უკანასკნელად 2020 წლის იანვარში ამოიფრქვა. 

ჩოლულას დიდი პირამიდა მექსიკაში

ფოტო: Getty Images

ჩოლულას დიდი პირამიდა მექსიკაში

ფოტო: Agencia Enfoque

ჩოლულას დიდი პირამიდა მექსიკაში

ფოტო: Agencia Enfoque

კომენტარები

ბოლო ამბები