Thumbnail

პირველად ისტორიაში ხელოვნური განაყოფიერებით ავაზის ორი ბოკვერი გაჩნდა

აშშ-ის ოჰაიოს შტატში მდებარე კოლამბუსის ზოოპარკში ხელოვნური განაყოფიერებით  ავაზის ორი ბოკვერი დაიბადა. ახალშობილი ძუსა და ხვადის წონა 350 და 480 გრამია. ზოოპარკში ამ ფაქტს უპრეცედენტო სამეცნიერო გარღვევად აფასებენ, რადგან ეს სუროგატი დედის საშუალებით კატისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლის გამრავლების პირველი შემთხვევაა. 

"ეს ბოკვრები ჯერ სულ პატარები არიან, თუმცა, უდიდეს მიღწევას განასახიერებენ", - განაცხადა ზოოპარკის წარმომადგენელმა, რენდი იუნგემ.

მისი აზრით, ხელოვნურმა განაყოფიერებამ შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციის მართვაში.

ახალშობილების ბიოლოგიური დედა 6 წლის ქიბიბია. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ მისი გენები ადამიანის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ავაზებში ძლიერ შთამომავლობას უზრუნველყოფდა. მეორე მხრივ, ასაკის გამო ქიბიბის მაკეობა გარკვეულ რისკებს შეიცავდა. ამიტომ, მშობიარობის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად, მისი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი 3 წლით ახალგაზრდა და უფრო ჯანმრთელ იზის გადაუნერგეს. ორივე ავაზა კოლამბუსის ზოოპარკის ბინადარია, ბოკვრების მამა კი ტექსასის ველური ბუნების დაცვის ცენტრში შეარჩიეს.

ახალშობილი ავაზები კოლამბუსის ზოოპარკში

ფოტო: Columbus Zoo and Aquarium

ახალშობილი ავაზები კოლამბუსის ზოოპარკში

ფოტო: Columbus Zoo and Aquarium

ახალშობილი ავაზები კოლამბუსის ზოოპარკში

ფოტო: Columbus Zoo and Aquarium

ახალშობილი ავაზები კოლამბუსის ზოოპარკში

ფოტო: Columbus Zoo and Aquarium

ახალშობილი ავაზები კოლამბუსის ზოოპარკში

ფოტო: Columbus Zoo and Aquarium

ახალშობილი ავაზები კოლამბუსის ზოოპარკში

ფოტო: Columbus Zoo and Aquarium

ახალშობილი ავაზები კოლამბუსის ზოოპარკში

ფოტო: Columbus Zoo and Aquarium

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მონაცემებით, ველურ ბუნებაში მხოლოდ 7500 ავაზაა შემორჩენილი. ტურიზმისა და მეცხოველეობის სწრაფი განვითარების გამო, დღეს მათი ბინადრობის ტრადიციული არეალი 90 პროცენტითაა შემცირებული. საცხოვრებელი ტერიტორიის დაკარგვამ ავაზების ცალკეული ჯგუფების იზოლაცია და შიდანათესაობრივი შეჯვარებების ზრდა განაპირობა, რაც სახეობას გადაშენების საფრთხეს უქმნის. 

ასეთ ვითარებაში ავაზების გადარჩენის ოპტიმალური მეთოდი ხელოვნური განაყოფიერებაა, მაგრამ დიდი ზომის კატისებრთა შორის ის საკმაოდ პრობლემურია. უკანასკნელი წარმატებული შემთხვევა შორეულ 1990 წელს ვეფხვის სამი ბოკვრის დაბადება იყო. სუროგატი დედის მიერ კოლამბუსის ზოოპარკში ავაზების გაჩენა წარმატებული პრეცედენტია, თუმცა, მეცნიერებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მის გამეორებას მომავალშიც შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები