Thumbnail

ნახეთ: ვეტერინარებმა პითონიდან უზარმაზარი პირსახოცი ამოიღეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის პროვინციაში მდებარე ვეტერინარული საავადმყოფოს ექიმებმა უჩვეულო პრობლემის მქონე პაციენტი მიიღეს. მათ შინაურ პითონს პლაჟისთვის განკუთვნილი უზარმაზარი პირსახოცი ამოაცალეს. ოპერაციის ამსახველი ვიდეო კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

მდედრობითი სქესის ბრილიანტისებრი პითონი, სახელად მონტი 18 წლისაა. მისი წონა 5 კილოგრამს, სიგრძე კი 3 მეტრს შეადგენს. პატრონმა ის ვეტერინარ ოლივია კლარკთან მას შემდეგ მიიყვანა, რაც შენიშნა, რომ ქვეწარმავალმა მთლიანი პირსახოცი გადაყლაპა.

► აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ხელბარგით ლეოპარდის ბოკვერი გადაჰყავდა

პაციენტს ანესთეზია გაუკეთდა და რენტგენის საშუალებით უცხო სხეულის ზუსტი მდებარეობა დაუდგინდა. ამის შემდეგ ვეტერინარებმა მონტის კუჭში ენდოსკოპი მოათავსეს და მაშების მეშვეობით პირსახოცი ამოაძრეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პითონი საავადმყოფოდან იმავე დღეს, ისეთივე ბედნიერი და მშიერი გაწერეს, როგორიც იქ მოხვედრამდე იყო. დაწესებულების თანამშრომლებმა კი მომხდარს უცნაური და ექსტრაორდინალური მოვლენა უწოდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები