Thumbnail

დღის ფოტო: კორონავირუსის გამო დახურული დიდი მეჩეთი მექაში

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში მდებარე მსოფლიოს ყველაზე დიდი მეჩეთი, მასჯიდ ალ-ჰარამი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი დღით დაიხურა. ასეთი რამ ბოლოს 1979 წლის ტერაქტის დროს მოხდა, როდესაც ის ხელში რადიკალი ისლამისტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩაიგდო. ტერიტორიის სანიტარული დამუშავების შემდეგ, საკულტო ნაგებობა მომლოცველებისთვის ისევ გაიხსნა. 

მეჩეთის შიდა ეზოში ისლამის მთავარი სიწმინდე - ქააბა მდებარეობს. ეს შავი კუბის ფორმის  ნაგებობაა, რომელსაც მექაში პილიგრიმობის დროს მილიონობით მორწმუნე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით რიტუალურ წრეს არტყამს. ქააბა ასევე არის ქიბლა - ორიენტირი, რომლისკენაც იყურება ყველა მუსლიმი ლოცვის დროს. 

მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთი

მუსლიმთა მთავარი საკულტო ნაგებობა სანიტარული დამუშავებისთვის დაიხურა. 
ფოტო: AFP

მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთი

მსოფლიოს უდიდეს მეჩეთში ისლამის მთავარი სიწმინდე - ქააბა მდებარეობს.
ფოტო: AFP

მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთი

მეჩეთს მილიონობით მუსლიმი სტუმრობს და ქააბას გარშემო რიტუალურ წრეს არტყამს.
ფოტო: Al Jazeera

კომენტარები

ბოლო ამბები