Thumbnail

როგორია სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოების მენიუ

სწორად შერჩეული დიეტა ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც პაციენტის სწრაფად გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოს წამყვან საავადმყოფოებში მის შედგენაზე სპეციალისტების მთელი გუნდი მუშაობს. ნუტრიციონისტები და დიეტოლოგები კონკრეტული პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე სწორედ იმ ინგრედიენტებს არჩევენ და ისეთ კერძებს ქმნიან, რომლებიც მის ფეხზე დაყენებას უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს. 

საავადმყოფოებში კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხშირად იცვლება. პაციენტებისთვის განკუთვნილი ტიპური მენიუც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენი სტატია რამდენიმე მაგალითს გაგაცნობთ და მათი ერთმანეთთან შედარების საშუალებას მოგცემთ.  

ამერიკის შეერთებული შტატები

ვისკონსინის შტატის საავადმყოფოში პაციენტებისთვის განკუთვნილ ტიპურ მენიუში ქათმის ღვეზელი, ბროკოლი, შოკოლადის ნამცხვარი და ყავა შედის.
ფოტო: Sunbelt Staffing

დიდი ბრიტანეთი

ინგლისის ქალაქ ლიდსის საავადმყოფოში პაციენტებს კორნუელური ღვეზლით, სავოის კომბოსტოთი, ბრინჯის პუდინგითა და ჩაით უმასპინძლდებიან.  
ფოტო: Sunbelt Staffing

შვეიცარია

ფრანგული ღვეზელი კიში, ლეღვისა და ნიგვზის სალათი, ეკლერი და ვაშლის წვენი - სწორედ ასეთია შვეიცარიის ქალაქ კულის საავადმყოფოს ტიპური მენიუ.  
ფოტო: Sunbelt Staffing

გერმანია

ბავარიის ერთ-ერთი რეგიონის, შვაბიის საავადმყოფოებში პაციენტებს ძროხის ხორცს ნაღების სოუსით, სიმინდს, მწვანე ბარდას, პურსა და შტრუდელს სთავაზობენ. 
ფოტო: Sunbelt Staffing

ესპანეთი

ესპანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის რეკომენდაციები პაციენტების მენიუში ჩორიზოს ძეხვსა და ბრინჯს, ხილის სალათსა და ფორთოხლის წვენს ითვალისწინებს.
ფოტო: Sunbelt Staffing

იტალია

პიემონტის რეგიონში მდებარე ქალაქ ტურინის საავადმყოფოში პაციენტების მენიუში ნიოკები პომიდვრის სოუსით, ვაშლი, ქლიავი და წყალი შედის.   
ფოტო: Sunbelt Staffing

ავსტრალია

სამხრეთ ავსტრალიის ხელისუფლების რეკომენდაციით, ამ შტატის საავადმყოფოებში პაციენტების მენიუში შედის - ქათამი ქლიავით, ბრინჯი, ვაშლი და შტოშის წვენი.   
ფოტო: Sunbelt Staffing

რუსეთი

შვრიის ფაფა, ხაჭო და ყავა - ასეთია ქალაქ ვორონეჟის საავადმყოფოს მენიუ. მკაცრად და ასკეტურად, კულინარიული ფანტაზიისთვის გასაქანის მიცემის გარეშე. 
ფოტო: Sunbelt Staffing

მექსიკა

მექსიკის ხელისუფლების რეკომენდაციით, ქვეყნის საავადმყოფოებში პაციენტების მენიუში ომლეტი პომიდვრითა და ტკბილი წითელი წიწაკით, პური, პაპაია და წყალი შედის.   
ფოტო: Sunbelt Staffing

კანადა

ონტარიოს პროვინციის საავადმყოფოებში პაციენტებს შემწვარი ორაგულით, მწვანე ბარდით, სტაფილოთი, სიმინდითა და წყლით უმასპინძლდებიან.   
ფოტო: Sunbelt Staffing

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ქალაქ მბომბელას საავადმყოფოს პაციენტების იმ ნაწილის მენიუში, რომელიც დიეტურ კვებაზეა, ქათამი ბრინჯით, ოსპი, ბოსტნეულის პიურე და რძე შედის.
ფოტო: Sunbelt Staffing

იაპონია

კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ივატეს პრეფექტურის საავადმყოფოებში პაციენტების მენიუში შედის ატრია ზღვის პროდუქტებით და ჩაი.  
ფოტო: Sunbelt Staffing

კომენტარები

ბოლო ამბები