Thumbnail

დღის ფოტო: არგუნგუს თევზჭერის ფესტივალი ნიგერიაში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კების შტატის ქალაქ არგუნგუში თევზჭერის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ქვეყანაში არსებული არასახარბიელო პოლიტიკური ვითარების გამო, ღონისძიება 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა. 

ფესტივალის ისტორია მე-16 საუკუნეში იწყება. იმ დროს მას რელიგიური რიტუალის სახე ჰქონდა. თანამედროვე სახით კი დღესასწაული 1934 წლიდან იმართება. 4-დღიან ღონისძიებაში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ისინი ერთმანეთს ხელით თევზაობაში, კანოეთი ცურვასა და გარეული იხვის დაჭერაში ეჯიბრებიან. 

არგუნგუს თევზჭერის ფესტივალი ნიგერიაში

ფოტო: Pius Utomi Ekpei

არგუნგუს თევზჭერის ფესტივალი ნიგერიაში

ფოტო: Pius Utomi Ekpei

არგუნგუს თევზჭერის ფესტივალი ნიგერიაში

ფოტო: Pius Utomi Ekpei

არგუნგუს თევზჭერის ფესტივალი ნიგერიაში

ფოტო: Pius Utomi Ekpei

არგუნგუს თევზჭერის ფესტივალი ნიგერიაში

ფოტო: Pius Utomi Ekpei

კომენტარები

ბოლო ამბები