Thumbnail

დღის ფოტო: მარიხუანის შეძენის მსურველთა რიგი ამსტერდამის კოფიშოპთან

ამსტერდამში, ეინდჰოვენსა და ჰააგაში მდებარე კოფიშოპების წინ მარიხუანის შეძენის მსურველთა რიგები მას შემდეგ დადგა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ნიდერლანდების ხელისუფლებამ ქვეყანაში მოქმედი სკოლების, რესტორნებისა და კაფეების დახურვის შესახებ გამოაცხადა. მუშაობა შეაჩერა ასევე ამსტერდამის ცნობილმა წითელი ფარნების კვარტალმა. 

ნიდერლანდებში 5 გრამამდე მარიხუანის ყიდვა კოფიშოპის სახელით ცნობილ, სპეციალური ლიცენზიის მქონე დაწესებულებებში 1976 წლიდანაა შესაძლებელი. კანაფისგან დამზადებული პროდუქტების შეძენა-მოხმარებასთან ერთად, კლიენტებს იქ სხვადასხვაგვარი სასუსნავისა თუ სასმელის დაგემოვნებაც შეუძლიათ. 

მარიხუანის შეძენის მსურველთა რიგები ნიდერლანდებში

ამსტერდამი
ფოტო: Reuters

მარიხუანის შეძენის მსურველთა რიგები ნიდერლანდებში

ჰააგა
ფოტო: AFP

მარიხუანის შეძენის მსურველთა რიგები ნიდერლანდებში

ეინდჰოვენი
ფოტო: EPA

კომენტარები

ბოლო ამბები