Thumbnail

ინდოეთში ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა

ნინო გიორგობიანი

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კერალას შტატის სამ სხვადასხვა ადგილზე ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა. დაავადების კერები თავდაპირველად მიმდინარე თვის დასაწყისში სოფლებში კოდიატურსა და ვენგერში გაჩნდა. ახლა კი მათ სიას კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი - პარაპაპანგადი შეემატა.

► 10 მომაკვდინებელი ეპიდემიური დაავადება

კერალას ხელისუფლებამ დაავადების ეპიცენტრიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ყველა ფრინველის დახოცვის განკარგულება გასცა. ოფიციალური პირების განცხადებით, სულ 4 ათასზე მეტი ქათამი, იხვი და სხვა შინაური ფრთოსანი განადგურდება.

ინდოეთის კერელას შტატში ფრინველის გრიპის გავრცელებას ებრძვიან.

ვეტერინარები და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ამ გზით გრიპის გავრცელების რისკის აღმოფხვრას შეძლებენ. ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ადგილობრივ ფერმერებს შინაური ფრინველის მოშენება სამი თვით აეკრძალებათ.

► ბრაზილიაში მეცნიერებმა აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

კერელას შტატში გავრცელებული ფრინველის გრიპი ადამიანებისთვისაც საშიშია. გასულ წლებში მისი რამდენიმე შტამი გამოიკვეთა, მათ შორის, H5N1, H7N9, H5N6 და H5N8. ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მარტივად ვერ აღწევს, თუმცა, ინფიცირების შემთხვევაში დაავადებამ, შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები