Thumbnail

დღის ფოტო: კორონავირუსის პანდემიით მოცული ქვეყნების დროშები ქრისტეს მონუმენტზე

ბრაზილიაში მდებარე იესო ქრისტეს მონუმენტზე ყველა იმ ქვეყნის სახელმწიფო დროშა გამოსახეს, სადაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. რიო დე ჟანეიროს ეპისკოპოსმა, კარდინალმა ორანი ჟოაო ტემპესტამ რელიგიური რიტუალი აღავლინა და დაავადებული ადამიანების განკურნებისთვის ილოცა. ქვეყანაში მოქმედი კარანტინის გამო, ცერემონია ხალხის გარეშე ჩატარდა და მას მხოლოდ მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

მხსნელი ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკება ქალაქ რიო დე ჟანეიროში, კორკოვადუს მთის მწვერვალზეა განლაგებული. მისი სიმაღლე კვარცხლბეკთან ერთად 38 მეტრია, წონა კი 635 ტონას შეადგენს. ძეგლის ასაგებად სამუშაოები 1922-1931 წლებში მიმდინარეობდა. ბრაზილიის სიმბოლოდ აღიარებულ მონუმენტს ყოველწლიურად 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. 

ქრისტეს მონუმენტზე 166 ქვეყნის სახელმწიფო დროშა გამოსახეს

ფოტო: AFP

კომენტარები

ბოლო ამბები