Thumbnail

"კამარა" ფსიქოთერაპიის კურსებს დისტანციურად აგრძელებს

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად გააგრძელებს.

მიმდინარე წლის თებერვალში "კამარამ", რომელიც უკვე 10 წელია, დამოკიდებულებითი დაავადებების პრობლემაზე მუშაობს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა უფასო თერაპიის კურსზე მიღება გამოაცხადა. ლუდომანიით დაავადებული ადამიანების კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას "ევროპაბეთი" აფინანსებს. პროექტი კომპანიის პასუხისმგებლიანი ბიზნესის (responsible.ge) პოლიტიკის ნაწილია.

სათამაშო ბიზნესის მხრიდან მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამებისა და სოციალური პროექტების დაფინანსება უცხოეთში ფართოდ მიღებული პრაქტიკაა. საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი "ევროპაბეთმა" გადადგა.

ვინაიდან ფსიქორეაბილიტაციის კურსის უწყვეტობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, "კამარა" მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა და კურსებს ონლაინ ატარებს.

პროგრამის გამოცხადების შემდეგ, "კამარას" თამაშზე დამოკიდებულების დასაძლევად 30-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ყოველდღიურ სეანსებს ახლა ონლაინ აგრძელებენ. კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქოთერაპია შესაძლებელია, ისეთივე ეფექტური იყოს დისტანციურად, როგორც პირისპირ.

კომენტარები

ბოლო ამბები