Thumbnail

დღის ფოტო: სიეტლთან მდებარე სტადიონზე საველე საავადმყოფოს აშენებენ

დრონით გადაღებულ ფოტოსურათზე ქალაქ სიეტლთან მდებარე საფეხბურთო სტადიონზე საველე საავადმყოფოს მშენებლობაა აღბეჭდილი. COVID-19-ით დაავადებულთათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებას 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება.

ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი ძირითადი კერაა. ინფიცირებულთა რაოდენობა იქ 85 ათასს აჭარბებს. ქვეყანამ ამ მაჩვენებლით ჩინეთსა და იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 

სიეტლთან მდებარე სტადიონზე საველე საავადმყოფოს აშენებენ

ფოტო: Elaine Thompson/AP

კომენტარები

ბოლო ამბები