Thumbnail

დღის ფოტო: ჰორიზონტალური ცისარტყელა ვაშინგტონის ცაზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში მდებარე სამამიშის ტბასთან იშვიათი მოვლენა, ჰორიზონტალური ცისარტყელა დააფიქსირეს. მოყვარული ფოტოგრაფის, სესნა კაცის მიერ გადაღებული ოპტიკური ფენომენი ჰალოს ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ის ატმოსფეროში არსებულ ყინულის ნაწილაკებში მზის სხივების გარდატეხის შედეგად ჩნდება.

ამგვარ ჰალოს ცეცხლოვან ცისარტყელასაც უწოდებენ. მისი წარმოქმნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ღრუბლებში ან ნისლში ყინულის კრისტალები ჰორიზონტალურადაა ორიენტირებული. ისინი მზის სხივებს პრიზმისებრად ირეკლავენ, რის შედეგადაც ცაზე სხვადასხვა ფერის ზოლები გამოისახება.

ჰორიზონტალური ცისარტყელა სამამიშის ტბაზე

ფოტო: Cessna Kutz

ჰორიზონტალური ცისარტყელა სამამიშის ტბაზე

ფოტო: Cessna Kutz

კომენტარები

ბოლო ამბები