Thumbnail

ქვიზი: ხარ თუ არა მზად დისტანციურად მუშაობისთვის?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

COVID-19-ის პანდემიის გამო არაერთი სამსახური, მათ შორის, "პოპმედიის" სამივე საიტი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. იმის გარდა, რომ სახლიდან მუშაობა არაერთ ტექნიკურ სირთულესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ის თანამშრომლების მხრიდან ახალი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასაც მოითხოვს. ადაპტაციას დრო სჭირდება, ამიტომ, პირველ დღეებში ბევრი პროდუქტიულობის საგრძნობ შემცირებას უჩივის. გამორიცხული არ არის მათ რიგებში შენც იყო. იქნებ ამის მიზეზი ის არის, რომ გეგმებს არ ადგენ, მუდმივად ყურადღება გეფანტება, რადგან სახლში პატარა ოფისი ჯერაც არ მოგიწყვია ან მთელს დროს, მათ შორის განტვირთვისთვის განკუთვნილ საათებსაც, სამუშაოს შესრულებას ახარჯავ.

► ნახე სხვა ქვიზები

ჩვენი ქვიზი სწორედ იმის გარკვევაში დაგეხმარება, რამდენად კარგად ხარ მომზადებული დისტანციურად მუშაობისთვის. უპასუხე 10 შეკითხვას, შემდეგ კი ყურადღებით გაეცანი ჩვენს რჩევებს.

როდის იღვიძებ?

როდის იღვიძებ?
დიდი ხანია, საათს აღარ ვამოწმებ
თითქმის არ მძინავს, სულ ვმუშაობ
როცა თანამშრომლები გამაღვიძებენ
ჩვეულ დროს მაღვიძარა მაღვიძებს

რა სამოსს ირჩევ სახლიდან მუშაობისთვის?

რა სამოსს ირჩევ სახლიდან მუშაობისთვის?
რაც ტანსაცმელიც ხელში მომხვდება, იმას ვიცვამ
ვიდეოზარებისთვის წელს ზემოთ ვწესრიგდები
რომ შეიძლებოდეს, ოფისშიც პიჟამას ჩავიცვამდი
ვცდილობ ისე ჩავიცვა, თითქოს სამსახურში მივდივარ

რომელ სივრცეს ირჩევ სამუშაოდ?

რომელ სივრცეს ირჩევ სამუშაოდ?
საწოლიდან ვმუშაობ, ადგომაც კი არ მიწევს
სამზარეულოში ვმუშაობ და თან ვჭამ
გააჩნია ხასიათს, მთავარია სკამი რბილი იყოს
პატარა ოფისი მოვიწყვე ყველა საჭირო ნივთით

ბოლოს როდის ისაუბრე თანამშრომლებთან?

ბოლოს როდის ისაუბრე თანამშრომლებთან?
თანამშრომლები არ მყავს
როცა ბოლოს სამსახურში ვიყავი
რამდენიმე დღის წინ
ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს

როგორ გეგმავ სამუშაო დღეს?

როგორ გეგმავ სამუშაო დღეს?
მთელი დღე უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ
როცა ხასიათზე ვარ, მაშინ ვმუშაობ
მთელი დღე გეგმების შედგენაში გადის
წინასწარ ვიცი, რომელ საათებში ვიმუშავებ

როგორ იქცევი, თუ მუშაობას გაწყვეტინებენ?

როგორ იქცევი, თუ მუშაობას გაწყვეტინებენ?
შეიძლება, რამდენიმე წუთით შევისვენო
ვინ გამიბედავს, კარი დახურული მაქვს
რა პრობლემაა, მოგვიანებით ვიმუშავებ
მე ვაწყვეტინებ მუშაობას სხვებს

რას აკეთებ მუშაობის პარალელურად?

რას აკეთებ მუშაობის პარალელურად?
"პოპმედიის" ქვიზებს ვავსებ
პანდემიის შესახებ ინფორმაციას ვეცნობი
შეუჩერებლად ვჭამ
მხოლოდ ვმუშაობ

რას აკეთებ თავისუფალ დროს?

რას აკეთებ თავისუფალ დროს?
არ მაქვს, სულ ვმუშაობ
ტელესერიალებს ვუყურებ
ვცდილობ, რამე ახალი ვისწავლო
ინლაინ მყოფ მეგობრებს ვესაუბრები

როგორ იქცევი, როცა გრძნობ, რომ მუშაობამ ძალიან დაგღალა?

როგორ იქცევი, როცა გრძნობ, რომ მუშაობამ ძალიან დაგღალა?
ვჩერდები და ცოტა ხნით ვისვენებ
დროებით სახლის საქმეზე ვერთვები
რომ ვმუშაობდე, ალბათ, დავიღლებოდი კიდეც
ვცდილობ, საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანო

რამდენად ხშირად აცნობ უფროსს შენი მუშაობის დინამიკას?

რამდენად ხშირად აცნობ უფროსს შენი მუშაობის დინამიკას?
ყოველდღიურად
უფროსი არ მყავს
რამდენად ხშირადაც თავად ინტერესდება
ვადები წინასწარ გვაქვს განსაზღვრული
თქვენი შედეგია:

როგორც ჩანს, დისტანციურად მუშაობას ჯერ ვერ შეეჩვიე.

დისტანციურად მუშაობისას პროდუქტიულობის ზრდასა და შენარჩუნებაში გეგმის წინასწარ შედგენა და ზუსტად მიყოლა დაგეხმარება. ასევე მნიშვნელოვანია მყუდრო სივრცის მოწყობა, რომელსაც ყოველდღიურად შესაბამისად ჩაცმული მიაკითხავ და მუშაობის დასრულებისთანავე დატოვებ. სამუშაო საათებში სრულად კონცენტრირდი საქმეზე, თუმცა, დაისვენე მაშინვე, როგორც კი დაღლას იგრძნობ. უფროსთან შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრე კონკრეტული დავალების შესრულებისთვის განკუთვნილი დრო, შეინარჩუნე ურთიერთობა თანამშრომლებთან და საჭიროების შემთხვევაში მიმართე მათ კითხვებით. დარჩი სახლში და იცოდე, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, სახლიდან მუშაობა უფრო ნაყოფიერი და სასიამოვნო გახდება.

თქვენი შედეგია:

როგორც ჩანს, ძალიან ბევრს მუშაობ.

გახსოვდეს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად დღის ბოლოს განტვირთვა და ძალების აღდგენაც გჭირდება. სახლიდან მუშაობისას პროდუქტიულობის ზრდასა და შენარჩუნებაში გეგმის წინასწარ შედგენა და ზუსტად მიყოლა დაგეხმარება. ასევე მნიშვნელოვანია მყუდრო სივრცის მოწყობა, რომელსაც ყოველდღიურად შესაბამისად ჩაცმული მიაკითხავ და მუშაობის დასრულებისთანავე დატოვებ. სამუშაო საათებში სრულად კონცენტრირდი საქმეზე, თუმცა, დაისვენე მაშინვე, როგორც კი დაღლას იგრძნობ. შეინარჩუნე ურთიერთობა უფროსსა და თანამშრომლებთან, საჭიროების შემთხვევაში მიმართე მათ კითხვებით. დარჩი სახლში და იცოდე, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, დისტანციურად მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი და სასიამოვნო გახდება.

თქვენი შედეგია:

დისტანციურად მუშაობა მშვენივრად გამოგდის!

ასე გააგრძელე! მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად დღის ბოლოს განტვირთვა და ძალების აღდგენაც გჭირდება. გაუზიარე დისტანციურად მუშაობის გამოცდილება სხვებს, რომ მათი საქმიანობაც უფრო პროდუქტიული და სასიამოვნო გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები