Thumbnail

დღის ფოტო: კორონავირუსზე უკონტაქტო ტესტირების ჯიხური სამხრეთ კორეაში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში მდებარე ნამგუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და კომპანია Korea Kiyon-ის ინიციატივით, კორონავირუსზე ტესტირებისთვის სპეციალური ჯიხურები შეიქმნა. მათი მეშვეობით მედიკოსები ბიოლოგიურ მასალას მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტის გარეშე იღებენ. პროცედურის შემდეგ მხოლოდ ხელთათმანების დეზინფექციაა საჭირო, რაც შემოწმების პროცესს უფრო სწრაფსა და უსაფრთხოს ხდის.

სამხრეთ კორეაში COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაფიქსირდა. მოკლე დროში იქ ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა, თუმცა, ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხეს. პაციენტების ნახევარზე მეტი ქვეყანაში უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა იქ დღეისთვის მხოლოდ 4 ათასს შეადგენს.

კორონავირუსზე უკონტაქტო ტესტირების ჯიხური სამხრეთ კორეაში

ფოტო: Nam-gu Public Health Center

კომენტარები

ბოლო ამბები