Thumbnail

ფოტოგალერეა: კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებული ქალაქები

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

COVID-19-ის პანდემიამ უკვე 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1 მილიონს გადააჭარბა. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად არაერთმა მთავრობამ საკუთარი მოქალაქეები მკაცრ კარანტინში მოაქცია. დაიხურა სასწავლო დაწესებულებები და სავაჭრო ობიექტები, გაუქმდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, აიკრძალა მასობრივი თავყრილობები.

► კორონავირუსის პანდემიისადმი მიძღვნილი 15 გრაფიტი

პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში ერთ დროს ხალხმრავალი ქუჩები ადამიანებისაგან დაიცალა. გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ 40 ფოტოსურათს, რომლებზეც კარანტინში მყოფი ქალაქების ყოველდღიურობაა აღბეჭდილი.

ნიუ დელი, ინდოეთი

ინდოეთში დაწესებული კომენდანტის საათის დროს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ქუჩაზე მაიმუნი გადაადგილდება.
ფოტო: Reuters

ვაშინგტონი, აშშ

დაცარიელებულ ეროვნულ ხეივანში ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე მიმავალი მამაკაცი. 
ფოტო: Reuters

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

ასე გამოიყურება მუდმივი ხალხმრავლობით ცნობილი კოპაკაბანას პლაჟი კარანტინის დროს. 
ფოტო: Reuters

ვენეცია, იტალია

ქალაქის დიდ არხში ტრადიციული სატრანსპორტო საშუალებები, ბრტყელძირა გონდოლები აღარ დაცურავს.  
ფოტო: Reuters

ჯაკარტა, ინდონეზია

მანეკენები კარანტინის გამო დახურული სავაჭრო ცენტრის დერეფანში. 
ფოტო: Reuters

ლოს ანჯელესი, აშშ

ქალაქის ერთ-ერთი სკოლის საკალათბურთო მოედნები კალიფორნიაში კარანტინის გამოცხადებიდან მეორე დღეს. 
ფოტო: Reuters

ჰონგ კონგი, ჩინეთი

ჰონგ კონგში მდებარე სასტუმროში მხოლოდ ერთი ადამიანია დაბინავებული. 
ფოტო: Reuters

კიევი, უკრაინა

ქვეყნის დედაქალაქში მოქმედი კარანტინის გამო დაკეტილი მეტროს სადგური "ოქროს კარიბჭე". 
ფოტო: Reuters

როტერდამი, ნიდერლანდები

ერასმუსის უნივერსიტეტის ცარიელი აუდიტორია ქვეყანაში მოქმედი სასწავლო დაწესებულებებისა და საკვები ობიექტების დახურვის შემდეგ.
ფოტო: Reuters

სიდნეი, ავსტრალია

კარანტინის გამო დახურულ სიდნეის ოპერის თეატრთან მდებარე რესტორნის ცარიელი მაგიდები.
ფოტო: Reuters

პრაღა, ჩეხეთი

მდინარე ვლტავაზე შუა საუკუნეებში აგებულ კარლის ხიდზე ეულად მიმავალი მამაკაცი.   
ფოტო: Reuters

სინგაპური, სინგაპური

აზიის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბის, ჩანგის საერთაშორისო აეროპორტის დაცარიელებული ტერმინალი. 
ფოტო: Reuters

მექა, საუდის არაბეთი

მსოფლიოს ყველაზე დიდი მეჩეთი, მასჯიდ ალ-ჰარამი, რომლის ეზოშიც მუსლიმთა მთავარი სიწმინდე - ქააბა მდებარეობს, მორწმუნეებისგან მას შემდეგ დაიცალა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ მექაში პილიგრიმობა შეაჩერა.
ფოტო: Reuters

ნიუ იორკი, აშშ

ქალაქის რკინიგზის ცენტრალური სადგური ასეთი უკაცრიელი იშვიათად ყოფილა. 
ფოტო: Reuters

ბანგკოკი, ტაილანდი

ქალაქის დაცარიელებულ გასართობ ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტორი თამაშობს.  
ფოტო: Reuters

ვატიკანი, ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკე მრევლისგან დაცლილ წმინდა პეტრეს მოედანს აკურთხებს. 
ფოტო: AP

სეული, სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის დედაქალაქის ცარიელ ქუჩაში მიმავალი ნიღბიანი მამაკაცი.
ფოტო: Reuters

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ლიდენჰოლის ბაზრის ტერიტორიაზე მოძრავი ველოსიპედისტი.
ფოტო: Reuters

დაკარი, სენეგალი

ქალაქის საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო მესას მხოლოდ ერთი მორწმუნე ესწრება.
ფოტო: Reuters

მილანი, იტალია

მილანის საკათედრო ტაძარი და დაცარიელებული პიაცა დელ დუომო 
ფოტო: AP

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

სანაპიროზე განლაგებული შეზლონგები მას შემდეგ დაცარიელდა, რაც დუბაიში კომენდანტის საათი შემოიღეს.
ფოტო: Reuters

პატაია, ტაილანდი

უოქინგ სთრითზე მდებარე ბარში ტაილანდური კრივის ორთაბრძოლა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს.
ფოტო: Reuters

ნიუ იორკი, აშშ

ასე გამოიყურება კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებული ბრუკლინის ხიდი.
ფოტო: Reuters

სიანნინი, ჩინეთი

ნიღბიანი მამაკაცები ხუბეის პროვინციაში მდებარე ქალაქის ქუჩაში. 
ფოტო: Reuters

პარიზი, საფრანგეთი

ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩვეულებრივ უამრავი ტურისტითაა სავსე, ქვეყანაში მოქმედი კარანტინის გამო დაცარიელებულია.
ფოტო: AFP

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად ვესტმინსტერის ხიდიც დაცარიელდა.
ფოტო: Reuters

ბარსელონა, ესპანეთი

დაცარიელებული მოედანი ქალაქის საკათედრო ტაძართან. 

დუბროვნიკი, ხორვატია

შუა საუკუნეებში გაშენებული ქალაქის მოედანი, რომელიც ჩვეულებრივ ტურისტებითაა სავსე.   
ფოტო: AP

ლას ვეგასი, აშშ

ლას ვეგას სთრიფზე, კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული კაზინოების ფონზე მოსეირნე წყვილი. 
ფოტო: AP

რომი, იტალია

კოლისეუმის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ტრადიციულად ტურისტებითაა სავსე, კარანტინის გამო ცარიელია
ფოტო: AFP

ბერლინი, გერმანია

ბრანდენბურგის ჭიშკართან პარიზერ პლაცზე ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, თუმცა ქალაქში დაწესებული კარანტინის გამო, დღეს იქ იშვიათად თუ შეხვდებით ვინმეს. 
ფოტო: Reuters

უხანი, ჩინეთი

ტიანჰეს საერთაშორისო აეროპორტის დაცარიელებული ტერმინალი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა.
ფოტო: AFP

ბაღდადი, ერაყი

ლოცვა ბაღდადის ცარიელ მეჩეთში.
ფოტო: Reuters

მუმბაი, ინდოეთი

ინდოეთის ფინანსური და კულტურული ცენტრის, 20-მილიონიანი ქალაქ მუმბაის ქუჩები კომენდანტის საათის შემდეგ. 
ფოტო: AP

ნიუ იორკი, აშშ

კუნძული მანჰეტენი. გაუკაცრიელებული თაიმს სკვერი. 42-ე ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე გადადის.  
ფოტო: Reuters

ბუენოს აირესი, არგენტინა

"რასინგისა" და "ალიანსა ლიმას" საფეხბურთო გუნდების მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე ტარდება.  
ფოტო: AP

ბრიუსელი, ბელგია

კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული სავაჭრო და საკვები დაწესებულებები ბელგიის დედაქალაქში.
ფოტო: Reuters

ბარსელონა, ესპანეთი

კარანტინის გამო დაცარიელებული პლაჟი კატალონიის დედაქალაქში.
ფოტო: AP

ვარშავა, პოლონეთი

ძველი ქალაქი ქვეყანაში მოქმედი კარანტინის გამო ცარიელია,
ფოტო: Reuters

ბანგკოკი, ტაილანდი

ნიღბიანი ქალი ქალაქის ქუჩებში მოძრავ ცარიელ ავტობუსში.
ფოტო: Reuters

კომენტარები

ბოლო ამბები