Thumbnail

Facebook-მა წყვილებისთვის შექმნილი ახალი აპლიკაცია გამოუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Facebook ახალი აპლიკაცია, სახელად Tuned გამოუშვა. ეს არის ახალი სოციალური ქსელი, რომელიც სპეციალურად წყვილებისთვისაა შექმნილი. 

Zoom-ის მომხმარებლები, შესაძლოა, ჰაკერების მსხვერპლი გახდნენ

Tuned წყვილებს მხოლოდ ორისთვის განკუთვნილ სივრცეს სთავაზობს, სადაც ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებების, ფოტოსურათებისა და სასიყვარულო ბარათების გაგზავნა, საერთო მოგონებების თაიმლაინისა და ალბომების შექმნა, აუდიოსტრიმინგის პლატფორმა Spotify-ის მეშვეობით კი მუსიკის გაზიარებაა შესაძლებელი. მომხმარებლებს ახალ სოციალურ ქსელში ასევე ორიგინალური სტიკერები და რეაქციები დახვდებათ. 

Facebook-ის მიერ წყვილებისთვის შექმნილი ახალი აპლიკაცია Tuned.

ახალი აპლიკაცია Facebook-ის მიერ გასულ ზაფხულს შეკრებილი გუნდის New Product Experimentation შრომის შედეგია, რომლის მთავარი ამოცანა ინოვაციური პროდუქტების შექმნა და გამოცდაა. მათ სახელს ისეთი პროექტები უკავშირდება, როგორიცაა მიმების დასამზადებელი პლატფორმა Whale და ფოტოსურათების გასაზიარებლად შექმნილი Hobbi.

წყვილებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელით სარგებლობა 13 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებს შეეძლებათ. ის უფასოა და Facebook-ზე რეგისტრაციას არ საჭიროებს, თუმცა პირადი მონაცემებით სარგებლობასთან დაკავშირებით იქ მოქმედი წესები Tuned-ზეც ვრცელდება. აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში იქნება ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა მსურველებს Apple-ს App Store-დან შეძლებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები