Thumbnail

დღის ფოტო: 2020 წლის ყველაზე დიდი ვარდისფერი სუპერმთვარე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

7 აპრილს ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში "ვარდისფერი სუპერმთვარის" სახელით ცნობილი მოვლენა დააფიქსირეს. ამ დროს ციური სხეული დედამიწისგან ყველაზე მცირე მანძილით, 356,907 კილომეტრით იყო დაშორებული, რის გამოც ის ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე 15 პროცენტით კაშკაშა და 7 პროცენტით დიდი ზომის ჩანდა.

სუპერმთვარე ჩნდება მაშინ, როდესაც სავსემთვარეობა პერიგეას - თანამგზავრის დედამიწისგან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობას ემთხვევა. მისი ზომა და ფერი ცაზე განლაგების მიხედვით, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს. სავსე მთვარისთვის ამა თუ იმ სახელის დარქმევის ტრადიცია ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომებისგან მოდის. "ვარდისფერი" კი მას ამავე შეფერილობის ველური ყვავილის, ფლოქსის მიხედვით უწოდეს, რომელიც ადრეულ გაზაფხულზე ყვავის.

ვარდისფერი სუპერმთვარე

ფოტოგრაფმა ბილ ფანჩენმა ვარდისფერი სუპერმთვარის დეტალური სურათი აშშ-ში, ქალაქ ნიუ ჯერსის ცაზე გადაიღო.   
ფოტო: Bill Funcheon

ვარდისფერი სუპერმთვარე

ფოტოგრაფმა სტოიან სტოიანოვსკიმ ვარდისფერი სუპერმთვარე ჩრდილოეთ მაკედონიაში მდებარე ოჰრიდის ციხის თავზე გადაიღო. 
ფოტო: Stojan Stojanovski

ვარდისფერი სუპერმთვარე

ფოტოგრაფმა სერჟიო კონსეისაომ ვარდისფერი სუპერმთვარე პორტუგალიაში, ქალაქ ელვასის ცაზე გადაიღო. 
ფოტო: Sérgio Conceição

ვარდისფერი სუპერმთვარე

ფოტოგრაფმა კრის ქროუიმ ვარდისფერი სუპერმთვარის დეტალური სურათი დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ცაზე გადაიღო. 
ფოტო: Chris Crowe

კომენტარები

ბოლო ამბები