Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი ძაღლის ყეფას გადაგითარგმნით

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ინტერაქტიულ ვიდეოკამერას Furbo, რომელიც პატრონს სახლში არყოფნის დროს ძაღლთან კონტაქტისა და მისთვის თვალყურის დევნების საშუალებას აძლევს, მალე ყეფის ამოცნობის ფუნქციაც დაემატება.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Tomofun-ის მიერ წარმოებული მოწყობილობა ძაღლის მიერ გამოცემულ ხმებს ერთმანეთისგან განასხვავებს და ცხოველის უჩვეულო ქცევის შემთხვევაში, პატრონს გააფრთხილებს. სმარტფონისთვის განკუთვნილი აპლიკაციით კი ყეფის გამომწვევი მიზეზის გაგება იქნება შესაძლებელი.

"ჩვენი შევძლებთ, შეგატყობინოთ რა ემოციას გამოხატავს თქვენი ძაღლის ყეფა, ყმუილი თუ წკმუტუნი და გითხრათ, შეწუხებულია ის, გაბრაზებული თუ უბრალოდ ყურადღებას ითხოვს", - აცხადებს Tomofun-ის გენერალური მენეჯერი ენდრიუ ბლეიმენი.

Furbo-ს საშუალებით დისტანციურად შინაური ცხოველის სასუსნავით განებივრებაცაა შესაძლებელი. ფოტო: Furbo

სპეციალური ალგორითმი კამერით გადაღებული ათასობით 10-წამიანი ვიდეოს ანალიზის შედეგად შეიქმნა. მის შემუშავებაში ძაღლების პატრონებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მათი შინაური ცხოველების ყეფის გაშიფვრის შედეგებს აზუსტებდნენ.

"როდესაც ხელმისაწვდომია კამერა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ძაღლს აკვირდება და უსმენს, უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები გროვდება. მაგალითისთვის ჩვენ შეგვიძლია, ისიც კი გითხრათ, რომ ნიუფაუნდლენდი დღეში საშუალოდ 4-ჯერ ყეფს, ჰასკი კი 36-ჯერ", - აცხადებს ბლეიმენი.

Furbo-ს ამჟამინდელი მოდელის ღირებულება 100 აშშ დოლარამდეა. განახლებული მოწყობილობა კი უახლოეს თვეებში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები