Thumbnail

დღის ფოტო: მეტეორების წვიმა ლირიდები

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ასტროფოტოგრაფებმა მეტეორების წვიმის ამსახველი შთამბეჭდავი სურათები გადაიღეს. მოვლენა, რომელიც ლირიდების სახელით არის ცნობილი, ყოველწლიურად 16-დან 25 აპრილამდე დროის პერიოდში ხდება. ის კომეტას C/1861 G1 Thatcher უკავშირდება, რომლის ფრაგმენტებიც დედამიწის ატმოსფეროში შეღწევისას იწვება, შედეგად კი ღამის ცაზე ცეცხლოვანი ბურთები ჩნდება.

რადიანტი, ანუ ცის ის მონაკვეთი, სადაც მეტეორული ნაკადის ცენტრია განლაგებული, ქნარის (ლირის) თანავარსკვლავედის ყველაზე ნათელი ციური სხეულის, ვეგას მახლობლად მდებარეობს. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ მოვლენას ლირიდები. მისი პირველი ხსენება 2700-ზე მეტი წლის წინანდელ წერილობით წყაროებში გვხვდება, რაც მეტეორების წვიმის აღწერის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შემთხვევაა.

ნიდერჰოლაბრუნი, ავსტრია

ფოტო: Thomas Kronsteiner

ტუსონი, აშშ

ფოტო: Eliot Herman

სარი, დიდი ბრიტანეთი

ფოტო: Rick Findler

ფრიპ აილენდი, აშშ

ფოტო: Tina Pappas Lee

ნოიკირხენი, გერმანია

ფოტო: Daniel Reinhardt

კოპენჰაგენი, დანია

ფოტო: Clarence Ku

პორტალი, აშშ

ფოტო: Lynsey Schroeder

მიუნხენი, გერმანია

ფოტო: Mathias Schweiger

კომენტარები

ბოლო ამბები