Thumbnail

დღის ფოტო: კენიაში მობინადრე ჩვილი შავი მარტორქა

უიშვიათესი შავი მარტორქა სახელად აპოლო კენიაში მდებარე შელდრიკის ცხოველთა თავშესაფარში მას შემდეგ ბინადრობს, რაც 2019 წლის სექტემბერში დასავლეთ ცავოს ეროვნული პარკის რეინჯერებმა დედამისი მკვდარი იპოვეს. ის საგანგებოდ მისთვის შემუშავებული დღის რეჟიმით ცხოვრობს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ გაიზრდება და ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად არსებობას შეძლებს. 

შავი მარტორქა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ნუსხაში შედის. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, 1960-1995 წლებში მათი რიცხვი 98 პროცენტით შემცირდა. პლანეტაზე ამ სახეობის 2500-ზე ნაკლები წარმომადგენელი იყო დარჩენილი, თუმცა მას შემდეგ, რაც გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა მარტორქების გადარჩენაზე ზრუნვა დაიწყეს, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და დღეს მათი რიცხვი 5 ათასს აჭარბებს. 

თავშესაფარში მობინადრე ჩვილი შავი მარტორქა

ფოტო: SWNS

კომენტარები

ბოლო ამბები