Thumbnail

დღის ფოტო: ქვიშის შტორმი ნიგერში

ნიგერის დედაქალაქ ნიამეის ქვიშის შტორმმა გადაუარა. დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანაში ეს მოვლენა საკმაოდ ხშირია იანვრიდან აპრილამდე დროის პერიოდში და გამოწვეულია ქარით, რომელიც ქვიშასა და მტვერს საჰარის უდაბნოდან ატლანტის ოკეანის მიმართულებით ავრცელებს. 

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, ხილვადობის შემცირებისა და მოძრაობის შეფერხების გარდა, ქვიშის შტორმი საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობასაც უქმნის. მტვრის ნაწილაკები ზიანს აყენებს ადამიანის ორგანოებს და შესაძლოა, ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელების წყარო გახდეს, როგორიცაა, მაგალითად, მენინგოკოკური მენინგიტი.

ნიგერის დედაქალაქ ნიამეის ქვიშის შტორმმა გადაურა

ფოტო: Francesco Strazzari

კომენტარები

ბოლო ამბები