Thumbnail

დღის ფოტო: 2020 წლის უკანასკნელი სუპერმთვარე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 2020 წლის მეოთხე და უკანასკნელი, ე.წ. ყვავილების სუპერმთვარის სურათები გადაიღეს. ციური სხეული დედამიწიდან დაახლოებით 361 ათასი კილომეტრით იყო დაშორებული, რის გამოც ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე 15 პროცენტით კაშკაშა და 7 პროცენტით დიდი ზომის ჩანდა.

სუპერმთვარე ჩნდება მაშინ, როდესაც სავსემთვარეობა პერიგეას - თანამგზავრის დედამიწისგან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობას ემთხვევა. მისთვის სხვადასხვა სახელის დარქმევის ტრადიცია ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომებისგან მოდის. ციურ სხეულს, რომელიც 7 მაისის ცაზე ჩანდა, "ყვავილების სუპერმთვარე" იმ მცენარეთა გამო უწოდეს, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ყოველ წელს, მაისის თვეში ყვავის.

2020 წლის უკანასკნელი სუპერმთვარე

სუპერმთვარე, რომელსაც თავისუფლების ქანდაკება უმშვენებს გვერდს, ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ნიუ იორკშია გადაღებული. 
ფოტო: Gary Hershorn

2020 წლის უკანასკნელი სუპერმთვარე

ეს კი ჩინეთის ცაზე გადაღებული სუპერმთვარეა, რომლის ფონზეც ქალაქ გუანჯოუს ტელეანძა მოჩანს.
ფოტო: Dong Tianjian

2020 წლის უკანასკნელი სუპერმთვარე

რომში, კოლიზეუმის თავზე სუპერმთვარის სურათი კი იტალიელმა ფოტოგრაფმა გადაიღო. 
ფოტო: Matteo Nardone

2020 წლის უკანასკნელი სუპერმთვარე

ყვავილების სუპერმთვარე ბრაზილიაში, ქალაქ კურიტიბას თავზეც გადაიღეს.
ფოტო: Getty Images

2020 წლის უკანასკნელი სუპერმთვარე

და ბოლოს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე კუატრო ტორესის ცათამბჯენების ფონზე გადაღებული სუპერმთვარე.
ფოტო: Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები