Thumbnail

დღის ფოტო: ფოცხვერი ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგებმა ფოცხვერი დააფიქსირეს. სურათებს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდგომი ეს სახეობა "წითელ ნუსხაში" არის შეტანილი.

კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მტაცებელი ცხოველი განსაკუთრებული მხედველობისა და სმენის წყალობით ღამის საათებში აქტიურდება. ის ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით იკვებება, ზოგჯერ კი ირემს, შველს, აგრეთვე ძროხასა და ცხვარს ესხმის თავს. კარგად დაცოცავს ხეებზე. დედა ფოცხვერი 2-3 ბოკვერს შობს, რომლებიც პირველი ზამთარი მასთან ერთად ცხოვრობენ. მამრები ნაშიერის აღზრდაში არ მონაწილეობენ.

ფოცხვერი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

ფოტო: საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო

ფოცხვერი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

ფოტო: საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო

კომენტარები

ბოლო ამბები