Thumbnail

ნახეთ: ფოტოკონკურსში BigPicture ბუნების საუკეთესო სურათები გამოავლინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის საბუნებისმეტყველო ფოტოგრაფიის კონკურსის BigPicture ჟიურიმ 2020 წლის საუკეთესო ნატურალისტი ფოტოგრაფები გამოავლინა.

ყოველწლიური საერთაშორისო პროექტის მიზანი ფოტოხელოვანთა მიერ დედამიწის ბიომრავალფეროვნების ასახვა და იმ საფრთხეების წარმოჩენაა, რომლებიც ჩვენი პლანეტის ბუნებას ემუქრება. წლევანდელი კონკურსის აბსოლუტურ გამარჯვებულად ბრიტანელი ფოტოგრაფის, ენდი პარკინსონის სურათი "თავშესაფარი" დასახელდა, რომელზეც შოტლანდიაში ქარბუქისას გადაღებული კურდღელია გამოსახული.

ნახეთ: გერმანიაში ბუნების საუკეთესო ფოტოსურათები გამოავლინეს

წარმოგიდგენთ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა და ფინალისტთა მიერ გადაღებულ ფოტოებს:

ჟირაფის მცველები

ჩრდილოეთ კენიაში მცხოვრები სამბურუს ხალხი ადგილობრივი ველური ბუნების ყველაზე აქტიური დამცველია. 
ფოტო: Ami Vitale

სისწრაფე და სტრატეგია

სურათზე კენიაში მდებარე მასაი-მარას ეროვნულ ნაკრძალში იმპალაზე ავაზის ნადირობაა აღბეჭდილი.
ფოტო: Yi Lu

კარგად მომეჭიდე

ფრანგი ფოტოგრაფის მიერ ლეზის მდინარეში გადაღებულ ფოტოზე მამრი გომბეშო მდედრის მიერ დაყრილ ქვირითს ანაყოფიერებს. 
ფოტო: Mathieu Foulquié

სოკოების მაგია

წეროსწვივა სოკოების ეს შთამბეჭდავი სურათი ბერძენმა ფოტოგრაფმა დესკატიში გადაიღო.
ფოტო: Agorastos Papatsanis

ჩახუტებული ბეჰემოთები

ბოტსვანაში მდებარე ოკავანგოს მდინარის დაშრობის შემდეგ 200-მდე ბეჰემოტმა ტალახიდან თავის დაღწევა ადამიანების დახმარებით მოახერხა. 
ფოტო: Talib Almarri

კაფე "აისბერგი"

ფრანგი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ სურათზე ანტარქტიკის ყინულებს შორის საკვების ძიებისას მოცურავე სელაპებია აღბეჭდილი. 
ფოტო: Greg Lecouer

ყლუპი

მოზაბიკური გრძელფრთიანა ღამურა ფოტოგრაფმა გუბურაზე გადაფრენის დროს გადაიღო.
ფოტო: Piotr Naskrecki

ცვრიანა

მწერიჭამია მცენარე ცვრიანა მსხვერპლზე სწორედ ფოტოზე გამოსახული წებოვანი წვეთებით ნადირობს. 
ფოტო: Edwin Giesbers

თავშესაფარი

თეთრი კურდღელი შოტლანდიაში ქარბუქის დროს სხეულის სითბოს შენარჩუნებას ცდილობს. 
ფოტო: Andy Parkinson

კომენტარები

ბოლო ამბები