Thumbnail

დღის ფოტო: ერთადგილიანი რესტორანი შვედეთში

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

შვედეთში ერთადგილიანი რესტორანი გაიხსნა. საკვებ დაწესებულებაში, რომელსაც Bord för en - "ყველაფერი ერთისთვის" ჰქვია, მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ერთადერთი მაგიდა და სკამი გაშლილ მინდორშია განთავსებული. მას მიმტანები არ ჰყავს, სამზარეულოს ფანჯარასა და მაგიდას შორის კი გაბმულია თოკი, რომლის საშუალებითაც კალათში ჩალაგებული კერძები კლიენტამდე აღწევს.

შვედეთმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სხვა ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებული გზა აირჩია. იქ მკაცრ კარანტინს თავი აარიდეს და მოსახლეობის მიერ დაავადებისადმი იმუნიტეტის გამომუშავებაზე გააკეთეს აქცენტი. შესაბამისად, საკვები დაწესებულებები, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესებს იცავენ, შეუფერხებლად მუშაობენ. ერთადგილიანი რესტორანი მაისის განმავლობაში მთლიანად დაჯავშნილია, მისი მფლობელები კი აცხადებენ, რომ მომდევნო თვეებშიც აქტიურად იმუშავებენ და წვიმიანი დღეებისთვისაც მზად არიან.

შვედეთში ერთადგილიანი რესტორანი გაიხსნა

ფოტო: Bord för en

კომენტარები

ბოლო ამბები