Thumbnail

ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ნორმანდიის არქიპელაგში შემავალ კუნძულ სარკზე მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხეა განლაგებული. ის სულ ორი უფანჯრო საკნისგან შედგება, რომელთაგან ერთის ფართობი სამნახევარ, მეორის კი ოთხნახევარ კვადრატულ მეტრს არ აღემატება.

დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი კუნძულის მოსახლეობა სულ რაღაც 500 ადამიანს შეადგენს. ციხე იქ 1856 წელს ისეთი დამნაშავეებისთვის აშენდა, რომელთა პატიმრობაც არაუმეტეს ორ დღეს გასტანს. უფრო ხანგრძლივი დროით დაკავების საჭიროებისას, ტუსაღები მეზობლად მდებარე გერნზის კუნძულზე გადაჰყავთ.

ციხის ერთ-ერთი პირველი პატიმარი ახალგაზრდა მოსამსახურე გოგონა იყო, რომელმაც თავის ქალბატონს ცხვირსახოცი მოპარა. ბოლო სერიოზული დამნაშავე კი, ვინც მის საკანში იჯდა, უმუშევარი ბირთვული ფიზიკოსი, ანდრე ჟარდესი გახლავთ, რომელმაც 1990 წლის აგვისტოში კუნძულის დაპყრობა სცადა.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე

ფოტო: Daily Mail

მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე

ფოტო: Daily Mail

მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე

ფოტო: Daily Mail

მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე

ფოტო: Daily Mail

ნახევრადავტომატური იარაღით შეიარაღებულმა ჟარდესმა საფრანგეთსა და სარკს შორის მდებარე სრუტე ღამით გადმოცურა. გათენებისას ადგილობრივებს ქუჩაში გამოკრული პლაკატები დახვდათ, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ შუადღეზე კუნძული მის მფლობელობაში გადადიოდა, იქვე ახლოს კი სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი მეცნიერი პატრულირებდა.

ჟარდესის მცდელობას ხელი ადგილობრივმა პოლიციელმა შეუშალა, რომელმაც ფრანგი დამპყრობელი განაიარაღა და ციხეში მიაბრძანა. დაკავებულმა შვიდდღიანი საპატიმრო ვადა გერნზის კუნძულზე მოიხადა. აღსანიშნავია, რომ 1991 წელს მან კიდევ ერთი დაპყრობითი ლაშქრობის მოწყობა სცადა, თუმცა ამჯერად ჟარდესი სარკთან მოახლოებამდე დააკავეს.

კუნძული სარკი

ფოტო: sark.co.uk

კუნძული სარკი

ფოტო: sark.co.uk

კუნძული სარკი

ფოტო: sark.co.uk

კუნძული სარკი

ფოტო: sark.co.uk

კუნძული სარკი

ფოტო: sark.co.uk

კუნძული სარკი

ფოტო: sark.co.uk

სარკი დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მფლობელობაში არსებული მიწის, გერნზის ნაწილია, რომელიც ფართო ავტონომიის უფლებებით სარგებლობს. კუნძულზე, რომლის ფართობიც 5,4 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, აკრძალულია ავტომანქით მოძრაობა. მოსახლეობა ტრაქტორებით, ცხენითა და ველოსიპედებით გადაადგილდება. ადგილობრივ პოლიციის სამმართველოში კი სულ რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, რომელთა თქმით, სარკისთვის უცხო არ არის ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ნარკოტიკების კონტრაბანდა ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ჩადენილი ძალადობა.

კომენტარები

ბოლო ამბები