Thumbnail

ქვიზი: ბინადრობს თუ არა ეს ცხოველი საქართველოში?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

მილიონობით წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე, სხვა ცხოველებთან ერთად, დინოზავრები, მამონტები, ბეწვიანი მარტორქები და უზარმაზარი ხმალკბილა ვეფხვები ბინადრობდნენ. სახეობების სიმცირეს ეს ადგილები არც დღეს უჩივის. ჩვენი ქვეყნის ნაკრძალებსა თუ ეროვნულ პარკებში, ისევე, როგორც მათ ფარგლებს გარეთ, უამრავი სხვადასხვა ძუძუმწოვარი, ქვეწარმავალი, ფრინველი, თევზი თუ მწერია გავრცელებული.

ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი სწორედ საქართველოს მრავალფეროვან ფაუნას ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია. წინ 15 შეკითხვა გელით, დააკვირდით ფოტოსურათს და გამოიცანით, ბინადრობს თუ არა მასზე აღბეჭდილი ცხოველი საქართველოში.

კეთილშობილი ირემი

კეთილშობილი ირემი
დიახ
არა
სწორია!
ეს წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძირითადად ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, სადაც 1500-მდე კეთილშობილი ირემი ბინადრობს.
არასწორია!
ირმის ეს სახეობა ძირითადად აფრიკის, ავსტრალიის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, სადაც 1500-მდე ინდივიდი ბინადრობს.

ფოცხვერი

ფოცხვერი
დიახ
არა
სწორია!
კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად ევროპისა და აზიის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, სადაც 160-მდე ფოცხვერი ბინადრობს.

ზოლიანი მანგუსტი

ზოლიანი მანგუსტი
დიახ
არა
არასწორია!
მანგუსტის ეს სახეობა ძირითადად აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი მის სუბსაჰარულ ნაწილშია გავრცელებული.

ტურა

ტურა
დიახ
არა
სწორია!
ტურა ძირითადად ევროპისა და აზიის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, სადაც დაახლოებით 2000 ინდივიდი ბინადრობს. მტაცებლის ფოტო ნიკა მელიქიშვილმა 2019 წლის თებერვალში, ქალაქ რუსთავის სიახლოვეს გადაიღო.

მაჩვი

მაჩვი
დიახ
არა
სწორია!
კვერნისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად ევროპისა და აზიის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მობინადრე მაჩვების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ტუჩა დათვი

ტუჩა დათვი
დიახ
არა
არასწორია!
დათვის ეს სახეობა ძირითადად აზიის კონტინენტზე, კერძოდ კი ინდოეთსა და შრი-ლანკაშია გავრცელებული.

ფასკუნჯი

ფასკუნჯი
დიახ
არა
სწორია!
ქორისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად აფრიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც. ფრინველის ფოტო ნიკა მელიქიშვილმა 2019 წლის ივნისში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გადაიღო.

მცირე მიწის კურდღელი

მცირე მიწის კურდღელი
დიახ
არა
სწორია!
მიწის კურდღლის ეს სახეობა ძირითადად აზიისა და ევროპის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მობინადრე ინდივიდთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

პრჟევალსკის ცხენი

პრჟევალსკის ცხენი
დიახ
არა
არასწორია!
გარეული ცხენების ეს სახეობა ძირითადად აზიის კონტინენტზე, კერძოდ კი მონღოლეთში იყო გავრცელებული. თუმცა, ამ დროისთვის ისინი მხოლოდ ზოოპარკებსა და ნაკრძალებში ბინადრობენ.

რუხი მგელი

რუხი მგელი
დიახ
არა
სწორია!
ძაღლისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, სადაც 2000-მდე რუხი მგელი ბინადრობს.

წვეროსანი ბუ

წვეროსანი ბუ
დიახ
არა
არასწორია!
წვეროსანი ბუ ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტების ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული.

ჭრელტყავა

ჭრელტყავა
დიახ
არა
სწორია!
კვერნისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად ევროპისა და აზიისა კონტინენტებზეა გავრცელებული. ჭრელტყავას ვხვდებით საქართველოშიც, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მობინადრე ინდივიდთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ბიზონი

ბიზონი
დიახ
არა
არასწორია!
ძროხისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული. საქართველოში მას არ ვხვდებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზონების გვარის ერთ-ერთი სახეობა, დომბა ბინადრობდა.

სვავი

სვავი
დიახ
არა
სწორია!
შავარნდნისნაირთა რიგის ეს წამომადგენელი ძირითადად ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზეა გავრცელებული. სვავს ვხვდებით საქართველოშიც, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე ათეული ინდივიდი ბინადრობს.

წითური მელა

წითური მელა
დიახ
არა
სწორია!
წითური მელა ავსტრალიის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზეა გავრცელებული. მას ვხვდებით საქართველოშიც, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მობინადრე ინდივიდთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მტაცებლის ფოტო ნიკა მელიქიშვილმა 2019 წლის სექტემბერში, მაღალმთიან აჭარაში გადაიღო.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად ენდე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

ყოჩაღ, როგორც ჩანს საქართველოს ფაუნას შესანიშნავად იცნობ. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კომენტარები

ბოლო ამბები