Thumbnail

დღის ფოტო: სოციალური დისტანცირებისთვის განკუთვნილი ქუდები გერმანიის კაფეში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის ქალაქ შვერინში მდებარე კაფეში სახელად Rothe ვიზიტორებს სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად სპეციალური ქუდები დაურიგეს. ეს უჩვეულო აქსესუარი ცურვისთვის განკუთვნილი ფერადი ტივტივა ჯოხებითაა დამზადებული, რომლებიც დაწესებულების სტუმრებს გვერდით მჯდომთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

კაფემ მუშაობა მას შემდეგ განაახლა, რაც ქვეყანაში კრონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ გაუქმდა. გერმანიაში ეტაპობრივად იხსნება სავაჭრო და კვების ობიექტები, სასტუმროები, მუზეუმები, სკოლები და უნივერსიტეტები, განახლდა საფეხბურთო ჩემპიონატიც, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში COVID-19-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესებული ნორმები კვლავინდებურად ძალაში რჩება.

სოციალური დისტანცირებისთვის განკუთვნილი ქუდები გერმანიის კაფეში

ფოტო: Rothe

კომენტარები

ბოლო ამბები